Belive

რა მოხდა დვალიშვილსა და შონ ო'მალის მწვრთნელს შორის?

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დავალიშვილისთვის საჩემპიონო ბრძოლაში, პირველი რაუნდის დასაწყისშივე, ქართველ მებრძოლს შონ ო'მალის გუნდთან შეალაპარაკება მოუვიდა. ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო გახურებული, როდესაც მერაბმა მოწინააღმდეგის კუთხის მიმართ პრეტენზიები გააჟღერა და მსაჯს მისი დამშვიდება მოუხდა.

ყველა მეკითხება, რა მოხდა ბრძოლის დასაწყისში - ვცდილობდი, პროფესიონალი ვყოფილიყავი და მხოლოდ ბრძოლაზე გამემახვილებინა ყურადღება. მე არ მქონია თვალის კონტაქტი ო'მალის გუნდთან, მაგრამ როცა ჩხუბი დაიწყო, გავიგონე, რომ მისი გუნდი მეძახდა - მერაბ.. თითქოს ჩემი მწვრთნელები ყოფილიყვნენ. ცდილობდნენ პროვოცირებას და ყურადღების გაფანტვას. მე ვუყვირე მათ, რომ თავიანთი შეგირდი გაეწრთვნათ. გამახსენდა, რომ იგივე სისულელეს აპირებდნენ ალჯოსთან შეხვედრის დროს. ეს არაპროფესიონალიზმია... ასე უნდოდათ, რომ მათ მებრძოლს გაემარჯვა. სირცხვილია, პატივს არაფერს სცემენ. - განაცხადა ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა
პირველი რაუნდის დაწყებისას რაც მე მერაბს ვუთხარი სულ ეს იყო - „მერაბ, მოთმინება გმართებს“. სწორედ მაშინ გაბრაზდა. დაიწყო ჩვენ მიმართ აგრესიის გამოვლენა, მე კი ვუმეორებდი - "მერაბ, მოთმინება". შემდეგ ამას მოვაყოლე
ხმამაღალი ტონით „ბლა ბლა ბლა“, რასაც მართლა არ ვაპირებდი და ვფიქრობ, ეს ჩემი მხრიდან ზედმეტი იყო. - შონ ო'მალის მწვრთნელი ტიმ უელში

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში შონ ო'მალი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ახლა საქართველოს ორგანიზაციაში ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.

სხვა სტატიები