Belive

UFC 282 | თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება პრესკონფერენციაზე

2 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 282-ის ივენთის გამართვამდე 48 საათზე ნაკლები დროა დარჩენილი და დაძაბულობა პიკს აღწევს. 11 დეკემბერს, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) გულშემატკივართა ყურადღება ლას ვეგასისკენ იქნება მიმართული, სადაც განსაკუთრებული ბრძოლები შედგება.

ივენთის მეინ ქარდზე, ილია თოფურიასა და ბრაის მიჩელის დაპირისპირება შედგება. "ელ მატადორის" ბრძოლა 11 დეკემბერს, დაახლოებით 07:00 საათზე დაიწყება. UFC 282-ზე პადი პიმბლეტის ბრძოლაც შედგება, რომელთანაც ქართველ მებრძოლს "განსაკუთრებული ურთიერთობა" ჩამოუყალიბდა.

თოფურიასა და პიმბლეტს შორის დაძაბულობამ პიკს პრესკონფერენციის დროს მიაღწია, რა დროსაც, მებრძოლებმა ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს და ერთ-ერთ ეპიზოდში, თოფურიამ ბრიტანელის ცემაც დააპირა.

პრესკონფერენციის დროს, თოფურიასა და პიმბლეტს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს ზედმეტი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

პრესკონფერენციამდე ილია თოფურიასა და ბრაის მიჩელის პირისპირ დგომი შედგა, რომელსაც დაძაბულობის გარეშე ასევე არ ჩაუვლია.

სხვა სტატიები