Belive

დანიელ კორმიე თოფურიას: "სახლში 2-მილიონიანი დარბაზი აიშენე, საიდან ამდენი ფული?"

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს. ბრძოლა აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შედგება. "დალოცვილი" აქამდე არავის გაუთიშავს, ილია კი ჰავაელ მებრძოლს სწორედ ნოკაუტით ემუქრება. დიდი ბრძოლის წინა საღამოს, ილია თოფურია UFC-ის ყოფილი მოჩხუბრის, დანიელ კორმიეს პოდკასტში იმყოფებოდა.

- კორმიე: კი მაგრამ, შენი ოჯახი მდიდარია? სახლში 2-მილიონიანი სავარჯიშო დარბაზი აიშენე, ქამარი კი მხოლოდ ახლა მოიგე, საიდან გაქვს ამდენი ფული?

- თოფურია: ეს იმიტომ, რომ UFC ჩემი ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. ბრძოლის გარდა კიდევ უამრავ საქმეს ვაკეთებ

- კორმიე: ახლაც კი მდიდარ ადამიანად გამოიყურები

- თოფურია: კი, შეიძლება მე ვიცვამ ლამაზ ტანსაცმელს. რაც ახლა მაცვია კარგად გამოიყურება ხომ? ძალიან ძვირი ნამდვილად არ ღირს

- კორმიე: ისეთივე მდიდარი ხარ, როგორიც ჯონ ჯონსი (UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი) - ნაწყვეტი კორმიეს პოდკასტიდან

ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ამ წლის დასაწყისში მოიპოვა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მე-2 რაუნდში 'დააფინიშა' და UFC-ის ისტორიაში, პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა. ქამრის პირველი დაცვა 26 ოქტომბერს აბუ დაბიში შედგება და თოფურია გამარჯვებების სერიის 16-მდე გაზრდას შეეცდება.

სხვა სტატიები