Belive

"ჩემს ტახტს დავიბრუნებ" - ჰოლოუეი ილიასთან ბრძოლაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

26 ოქტომბერს კიდევ ერთი ქართული საჩემპიონო ბრძოლა გველის. ილია თოფურია საკუთარ ტიტულს პირველად დაიცავს. აბუ დაბიში გასამართ ჩხუბში "მატადორის" მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. "დალოცვილი" ამ ბრძოლისთვის კარგად ემზადება და საკუთარ გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.

"ვოლკთან" მესამე ბრძოლის შემდეგ, მეუბნებოდნენ რომ კარიერა უნდა დამესრულებინა. მაგრამ, ისინი მე არ მიცნობენ. ბევრს ილია მისი ძალის გამო მოსწონს, რომელიც საჩემპიონო ბრძოლაში აჩვენა. მან ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა, მოიგო. UFC-მ, ილიას გარდა, ყველა ჩემპიონის კანდიდატთან მაჩხუბა, ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. 26 ოქტომბერს გაჩვენებთ თუ რატომ მიმალავდნენ ილიას. ძველი თაობიდან ყველასთან ვიბრძოლე. ილია ახალ თაობას წარმოადგენს. დეკემბერში 33 წლის გავხდი და მეც ახალი თაობის ნაწილი ვარ. აბუ დაბიში ჩემი კარიერის საუკეთესო ბრძოლები მაქვს ჩატარებული, ვინ იცის იქნებ კიდევ ერთი შევმატო. თოფურია მკვლელია და მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. - მაქს ჰოლოუეი

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი BMF ქამრის მფლობელია, თუმცა, ამ ბრძოლაში აღნიშნული ტიტული არ გათამაშდება. აქვს იმასაც გეტყვით, რომ მაქს ჰოლოუეი ჯერ არავის გაუთიშავს. ილია კი გვპირდება, რომ ამას შეძლებს.

სხვა სტატიები