UEFA ლივერპულის გულშემატკივრებს თანხას დაუბრუნებს
2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სტადიონთან მომხდარი ინციდენტისა და გაუგებრობის გამო, UEFA "ლივერპულის" გულშემატკივრებს ბილეთის თანხას დაუბრუნებს.
UEFA announce they will refund tickets to the 19,618 Liverpool fans ‘affected by the difficulties in accessing the stadium’ during the 2022 Champions League final last May. pic.twitter.com/mbbdhPd8Tb
— B/R Football (@brfootball) March 7, 2023
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში, კერძოდ კი "სტად დე ფრანსზე" გაიმართა. მატჩის წინ კი სტადიონის შესასვლელთან არეულობა და დაძაბულობა იყო, კერძოდ კი "ლივერპულის" ათასობით გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შევიდა, იმის გამო, რომ მოედანზე არაერთი ფრანგი და სხვა გულშემატკივრები შეეპარათ.
სწორედ ამის გამო, UEFA-ს გადაწყვეტილებით "ლივერპულის" გულშემატკივრებს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შეძენილი ბილეთის თანხა უკან დაუბრუნდებათ.