Belive

U23 ევროპის ჩემპიონატი იწყება | ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

1 თვის წინ სხვა
4 წთ

31 ოქტომბერს მოლდოვაში, კერძოდ კი დედაქალაქ კიშინიოვში 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც 1 ნოემბერს დასრულდება, სადაც საქართველოს სახელით ტატამზე 9 ვაჟსა და 4 გოგონას ვიხილავთ.

2 ნოემბერს კი გაიმართება გუნდური ასპარეზობა, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

დღეს, 30 ოქტომბერს, კიშინიოვში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები და საშეჯიბრო ბადეები გაირკვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 60, 66 და 73 კგ, მეორე საშეჯიბრო დღეს კი 81, 90, 100 და +100 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ.

60 კგ

60 კგ-ში მათე გოგობერიშვილი იჭიდავებს, რომელიც C ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც თურქ - იუნუს ემრე ესენბოგას დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი იგი ისრაელის წარმომადგენელ - იეონათან ვეკსლერს შეხვდება.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება - მათე ბერუაშვილი და გიორგი ლოლაძე.

მათე ბერუაშვილი B ბადეში ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც სლოვაკ - ტომას დემცაკს შეხვდება, სლოვაკის დამარცხების შემთხვევაში კი, მას კოსოვოელი - დარდან სენა დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გიორგი ლოლაძეს, გიორგი D ბადეში განთესილია და მეორე ეტაპიდან ერთვება ასპერზობაში, სადაც სლოვაკ - სამუელ ბრისუდას შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები ბადეებში ისე არიან გადანაწილებულები, რომ ისინი ერთმანეთს ფინალამდე არ ეკვეთებიან.

81 კგ

81-ში ერთადერთი წარმომადგენელი, თუმცა ძალიან გამოცდილი - კოტე კაპანაძე გვეყოლება.

კოტე A ბადეში იასპარეზებს, სადაც პირველ რაუნდში, თურქ - ემირ სელიმ არის შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, კოტეს მეტოქე ჩეხურ-პოლონურ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კოტე კაპანაძე 81-კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

90 კგ

'ქართველების წონაში' საქართველოს დროშის ქვეშ 2 სპორტსმენი იჭიდავებს - გიორგი ჯაბნიაშვილი და ნიკოლოზ დავლაძე.

ნიკოლოზ დავლაძე B ბადეში განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც უკრაინულ-ბელგიურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაელოდება.

გიორგი ჯაბნიაშვილი კი C ბადეშია განთესილი და დავლაძის მსგავსად ასპარეზობას იგიც მეორე წრიდან იწყებს, სადაც ავსტრიულ-ესპანურ დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

100 კგ

100 კგ-ში გიორგი ხმალაძე იჭიდავებს, რომელიც D ბადეშია განთესილი და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს, სადაც იტალიელ - ჰენრი ოვოსუ ასარე ოვოსუს დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში თუ იტალიურ ბარიერს დავძლევთ, გიორგის მეტოქე ლატვიელი - მაქსიმ დუინოვსს დაუპირისპირდება.

+100 კგ

მძიმე წონაში საკუთარ ბედს - საბა ქარდავა და შალვა გურეშიძე ცდიან.

შალვა გურეშიძე C ბადეში იწყებს ასპარეზობას და მას უკრაინელი მეტოქე - მიკოლა ჰრიბიკი ჰყავს. უკრაინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, შალ;ვას მეტოქე ფრანგულ-თურქულ დაპირისპირებაში გაირკვევა.

რაც შეეხება საბა ქარდავას, იგი რუმინელ - ბოგდან პეტრს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, საბას მეტოქე, ჩეხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საკმაოდ რეალურია მძიმე წონაში ქართული ნახევარფინალი შედგეს.

სხვა სტატიები