Belive

აზიის თამაშები 2026 | გუჯეჯიანის პირველი წარმატება და უზბეკეთის გუნდური მეორე ადგილი

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რიგით მე-20 აზიის თამაშები დასრულებულია - გუნდური პირველი ადგილი მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა მოიპოვა, რომლებმაც შეჯიბრი 8 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველ დიდ შეჯიბრზე გაიყვანა უზბეკეთის ნაკრები ლაშა გუჯეჯიანმა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი დააფიქსირა და ნაკრებს აზიის მე-20 თამაშებზე გუნდური მეორე პოზიცია დააკავებინა.

ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

მედლები

ოქროს მედლები მამაკაცებიდან - მუზაფარბეკ ტურობოიევმა (+100 კგ) და სიტა კადამბოევამ (52 კგ) მოიპოვეს.

ვერცხლის მედლები მოიგეს - აბურახიმ ნუტფულოევმა (66 კგ) და შახრამ აჰადოვმა (73 კგ).

ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ - სამარიდინ კუჩკაროვი (60 კგ) და ერნაზარ სარსენბაევი (100 კგ).

ასე და ამგავარად, ლაშა გუჯეჯიანმა უზბეკეთის ნაკრებთან ერთად პირველი შეჯიბრი წარმატებით ჩაატარა - წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც სტარტს 4 ოქტომბერს, ბაქოში აიღებს.

სხვა სტატიები