Belive

U17 | სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

9 თვის წინ სხვა
1 წთ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დასრულდა 17 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალში იასპარეზა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, სანდრო ყურაშვილმა (92 კგ.), სანდროს მეტოქე თურქი ეიუპ ჩეთინი გახლდათ.

შეხვედრა ქართველი ფალავანის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მისივე სუფთა გამარჯვებით, 10:0 დასრულდა.

სანდრომ მერვედფინალში უზბეკი ისომჯონ ისლამოვი (14:3) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ირანელ ამირალი ნორის ასევე მარტივად 11:0 სძლია. სანდროს პრობლემა ვერც იაპონელმა გენკი ჰოკიმ შეუქმნა, ყურაშვილმა ნახევარფინალში 10:0 იმარჯვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ფალავანს წელს ევროპის ჩემპიონატიც მოგებული აქვს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბოლში სულ 2 მედალი მოიპოვა, სანდრო ყურაშვილის გარდა მედლის მოპოვება გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ, კონსტანტინემ შეძლო, 80. კგ წონით კატეგორიაში იგი ბრინჯაოს დაეუფლა.

სხვა სტატიები