ოლიმპიადამდე სტამბოლში ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართება
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის ოლიმპიადამდე სულ ცოტა დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჭიდაობაში ყველა სპორტსმენს ლიცენზია არ მოუპოვებია.
9-11 მაისს სტამბოლში გაიმართება ტურნირი, სადაც დარჩენილი ლიცენზიები გათამაშდება. თითოეულ წონაში 3-3 ოლიმპიადის საგზური გათამაშდება.
ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაზე მოსახვედრად, ბერძნულ-რომაული სტილით 5 მოჭიდავე იბრძოლებს:
60 კგ - ფრიდონ აბულაძე
67 კგ - რამაზ ზოიძე
77 კგ - იური ლომაძე
87 კგ - ლაშა გობაძე
130 კგ - იაკობ ქაჯაია
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კი სულ 3 წარმომადგენელი გვეყოლება:
57 კგ - რობერტ დინგაშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე