U17 | ევროპის ჩემპიონატზე მედლისთვის 5 ქართველი იჭიდავებს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 13 ივნისს, ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს.
- U17 | ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის 4 ქართველი იჭიდავებს
- U17 | ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
14 ივნისს, მედლისთვის 5 ქართველი იჭიდავებს. ოქროს მედლების მოპოვებას ლუკა ლომაძე (71კგ) და საბა ფურცელაძე (92კგ) შეეცდებიან, ხოლო ბრინჯაოსთვის - ჯაბა ბოლქვაძე (45კგ), კობა ქარუმიძე (52კგ) და საბა სურმანიძე (60კგ) იბრძოლებენ.
ასევე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს გუნდურ ჩათვლაში 100 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანი (60 ქულა) იმყოფება, მესამე ადგილს სომხეთი (51) იკავებს.