Belive

U 17 | ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

45 კილოგრამ წონით კატეგორიაში გეგი ონიანმა თურქ ეფე რამაზან კარატასს მოუგო. არშაკ ლულუკიანმა (57კგ) იაკუბ კესი (პოლონეთი) დაამარცხა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა (80კგ) იხსან ნუხაევს აჯობა, ალექსანდრე აბრამიშვილმა (110კგ) კი - ბალინტ ფაბიანს (უნგრეთი).

ხვალ საქართველოს ნაკრებს სამი ფინალისტი ეყოლება - ოქროს მედლისთვის მათე ცინაძე (45კგ), გიორგი მაისურაძე (51კგ) და სანდრო ყურაშვილი (92კგ) იბრძოლებენ.

სხვა სტატიები