Belive

გულშემატკივარს ილია თოფურიას ხილვა პიმბლეტის პოდკასტზე სურს

4 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მებრძოლები სოციალურ ქსელებში, რომ აქტიურები არიან ახალი ამბავი არ არის. ბოლო პერიოდში ბევრმა მათგანმა საკუთარი პოდკასტი შექმნა და საკმაოდ პოპულარულებიც არიან. ამ სიახლეს არ ჩამოუვარდა პადი პიმბლეტიც, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნებას აპირებს. საკუთარი Instagram-ის საშუალებით ინგლისელმა ფანებს ჰკითხა თუ ვინ სურთ იხილონ მასთან შემდეგ ეპიზოდში. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ილია თოფურია მოითხოვა.

View this post on Instagram

A post shared by Paddy THE BADDY Pimblett (@theufcbaddy)

შეგახსენებთ, რომ ილიასა და პადის არც ისე თბილი ურთიერთობა აქვთ. მათი დაპირისპირება ჯერ კიდევ 2022 წლის 19 მარტიდან იწყება. შეხვედრისას მებრძოლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. დაძაბულობის მიზეზი პიმბლეტის მიერ საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა.

სხვა სტატიები