"დვალიშვილი მასთან იჭიდავებს და ჯოჯოხეთსაც მოუწყობს" - დემეტრიუს ჯონსონი
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 299-ზე შონ ო'მალიმ საკუთარი ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. 5-რაუნდიან ბრძოლაში "შუგამ" მარლონ ვერა აშკარად დაჩაგრა და მორიგი გამარჯვებაც მიითვალა.
ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, დანა უაითმა განაცხადა, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას აუცილებლად მიიღებდა. ო'მალი მერაბთან შეხვედრაზე ყოველთვის იკავებდა თავს და ახლაც ამას აგრძელებს. ლეგენდარულმა მებრძოლმა დემეტრიუს ჯონსონმა შონის მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.
შონმა ილია თოფურია გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, ამ ორი ბიჭის ბრძოლას სიამოვნებით ვნახავდი. თუმცა, შონს საკუთარ დივიზიონში ბევრი ათლეტი ჰყავს, რომელსაც უნდა შეხვდეს. მერაბი, უმარ ნურმაგომედოვი.... მესმის, რომ აქ საქმე ფულს ეხება და ეს ბიჭები შონს დიდ შემოსავალს ვერ მისცემენ.
სუპერმსუბუქ წონაში ო'მალის მერაბ დვალიშვილი ჰყავს. მერაბი ბევრად დაბალია ვიდრე ვერა და ეს "შუგასთვის" საქმეს ართულებს. უნდა ველოდოთ, რომ დვალიშვილი მასთან იჭიდავებს და ჯოჯოხეთსაც მოუწყობს. გაკვირვებული დავრჩი, როცა ვერამ არ იჭიდავა. როცა შონს ფეხზე დიდხანს გაუჩერდები ის აუცილებლად გცემს. ო'მალის წინააღმდეგ სტილები უნდა აურიო და მერაბს ამის გაკეთება შეუძლია. - განაცხადა Mighty Mouse-მა