"თვალის ექიმთან გავუშვათ" - ცარუკიანი თოფურიაზე
არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და ჩათვალა, რომ მას 4-5-თვიანი პაუზა სჭირდება. სომეხი ამბობს, რომ "მატადორთან" ბრძოლა სურს, თუმცა ამ თემას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ტიტულს მოგებს.
გავუშვათ ილია ოფთამოლოგთან ანდ გამოსაჯანმრთელებლად დრო მივცეთ. ალბათ, 4-5 თვე და როდესაც ჩემპიონი გავხდები, შემდეგ ვისაუბროთ. ბედნიერი ვიქნები თუ მას შევხვდები. - ამბობს არმან ცარუკიანი
🚨Arman Tsarukyan says Ilia should rest a bit more, and once he becomes champion, he’ll gladly give him a title shot.
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) September 20, 2026
"Let Ilia see an ophthalmologist and take some time to fully recover—maybe another four or five months.
Once I become champion, we’ll talk. I’d be happy to… pic.twitter.com/GAGnNqi7BR
ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან (UFC-ის მსუბუქ წონაში) იბრძოლა, სადაც მე-4 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.
რაც შეეხება ცარუკიანს, მან ბოლო ჩხუბი მაურისიო რუფის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე პირველსავე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.