"ლაჩარია და UFC-ც გააბრაზა" - კარლოს პრატესი მახაჩევზე
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
კარლოს პრატესმა მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი მასთან ბრძოლაზე უარის თქმის გამო მკაცრად გააკრიტიკა. პრატესის თქმით, დაღესტნელი მებრძოლის საქციელმა არა მხოლოდ ის, არამედ პრომოუშენის ხელმძღვანელობაც უკმაყოფილო დატოვა.
ისლამს შერშინდა. მე დავბრუნდები და მახაჩევს იმაზე უფრო სასტიკად დავამარცხებ, ვიდრე აქამდე ვაპირებდი. უბრალოდ იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლოს და ასეთი ლაჩარი აღარ იყოს.
UFC გაბრაზებული იყო. მათ ეს არ მოეწონათ. თუ სერიოზული ტრავმა არ გაქვს და დაშავებული არ ხარ, მაშინ იბრძოლე, ძმაო. შენი კონტრაქტი ამისთვისაა. ეს შენი სამუშაოა.
თუ ბრძოლა არ გინდა, დათმე ქამარი და ეგ არის. ამის ნაცვლად კი ნაძირალასავით იქცევი. ეგ ნამდვილი ნაძირლობაა, ხომ ხვდები.
არ ხარ დარწმუნებული იანვარში იბრძოლებ თუ არა? მაშინ ნუ დადიხარ და ნუ ლაპარაკობ ამაზე, ძმაო. უბრალოდ გაჩუმდი, ტრავმა გაითამაშე ან რამე მსგავსი. პატიოსნად რომ ვთქვა, ნაკლებად ცუდი იქნებოდა, ტრავმა რომ გაგეთამაშებინა და თავი ისე მოგეჩვენებინა, თითქოს დაშავებული ხარ. - ამბობს კარლოს პრატესი
Carlos Prates went OFF on Islam Makhachev for not fighting him in January 😳
— Championship Rounds (@ChampRDS) November 2, 2026
"He chickened out... I'm going to come back and beat Makhachev twice as badly as I was going to before. Just so he learns his lesson and stops being such a coward.
The UFC was pissed. They didn't like… pic.twitter.com/7fVnXgg7OQ
შეგახსენებთ, რომ კარლოს პრატესი დროებითი ქარმისთვის მაიკლ მორალესს შეხვდება. ეს ბრძოლა UFC 336-ზე 2027 წლის 30 იანვარს შედგება.