Belive

„ფინიშის ხაზს ვუახლოვდები“ - მახაჩევი კარიერის დასრულებაზე მიანიშნებს

3 დღის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ისლამ მახაჩევის სამომავლო გეგმებია. UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, რომელმაც სპორტში უდიდესი მწვერვალები დაიპყრო, ღიად ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც მის კარიერის დასრულებას ხელს უწყობს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე დაღესტნელისთვის მთავარი გამოწვევა უკვე არა ბრძოლები, არამედ სათანადო მოტივაციის პოვნაა.

არ არსებობს კონკრეტული რიცხვი, რომლის შემდეგაც ბრძოლას შევწყვეტ. მე უბრალოდ ფინიშის ხაზს ვუახლოვდები. ცოტა რამაა, რაც ამ სპორტში მოტივაციას შემინარჩუნებს. ფინიშს ვუახლოვდები. მინდა უბრალოდ ახალ კონტენდერებს ვებრძოლო, მაგრამ ახალ სახელებს ვერ ვხედავ.

დედაჩემი ყოველთვის ბრძოლების წინააღმდეგი იყო. მე სულ ვუსმენდი დედას და ახლაც, მის სიტყვას მალე შევასრულებ. - ისლამ მახაჩევი

მიუხედავად იმისა, რომ მახაჩევი კარიერის დასრულების ზუსტ თარიღს არ ასახელებს, მისი სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ საჩემპიონო გზის ფინალური ფაზა უკვე დაწყებულია და თითოეული მომდევნო ბრძოლა შესაძლოა სულ უფრო განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი იყოს.

მახაჩევი მინიმუმ ერთ ბრძოლას ჩაატარებს, რადგან მისი ქამრის დაცვა მოუწევს. ვინაიდან დაღესტნელს ცოტახნით პაუზა აქვს აღებული, ქვესაშუალო წონის დროებითი ქამრისთვის პრატესი და მორალესი იბრძოლებენ. ბუნებრივია, რომ ამ ჩხუბის შემდეგ, მახაჩევს ტიტულის დაცვა მოუწევს.

სხვა სტატიები