"ტურნირის მასპინძელს მოაგებინეს" - უცხოელმა ფანებმა სარდალაშვილის მარცხი შეაფასეს
გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
1/8-ფინალში ქართველი ჩემპიონის მეტოქე უნგრელი მარტონ ანდრაში იყო, რომელთანაც სარდალაშვილი აქტიურობდა, თუმცა, დამატებითი დროის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე, მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილებით მეტოქეს იუკო ჩაუთვალეს.
გიორგი სარდალაშვილის მარცხს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძიუდოს ფანებმა მსაჯი და სუპერვაიზერი გააკრიტიკეს და მასპინძელი ძიუდოისტისადმი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.
არაფერი იყო, ის საერთოდ არ შეხებია.
სად ნახეს აქ შესაფასებელი ილეთი?
არავითარი ქულა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ტურნირი უნგრეთში ტარდება.
ტურნირის მასპინძელს დაეხმარნენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან მხოლოდ გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა.