Belive

მსოფლიო რეიტინგი განახლდა | ბექაური, სარდალაშვილი და დემეტრაშვილი დაწინაურდნენ

4 დღის წინ ქართული სპორტი
2 წთ

წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი, აბუ დაბის გრანდ სლემი დასრულებულია, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიგო. გიორგი სარდალაშვილმა, ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო ლაშა ბექაურმა კი ბოლო საშეჯიბრო დღე ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედალს დასჯერდა, ასევე მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა.

აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ბექაური, სარდალაშვილი და დემეტრაშვილი დაწინაურდნენ.

60 კგ

აბუ დაბის გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, გიორგი სარდალაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 3626 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს მე-6 პოზიციაზე გადავიდა.

რაც შეეხება ამ წონის პირველ ნომერს, რიუჯუ ნაგაიამას ლიდერობა, რუსმა - აიუბ ბლიევმა გადაიბირა და 5103 სარეიტინგო ქულით იგი მსოფლიო რეიტინგის სათავეში გადავიდა.

90 კგ

აბუ დაბის გრანდ სლემის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, 2-გზის ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა დაიმატა, რითაც 5 პოზიციით დაწინაურდა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ლაშა ბექაურმა მსოფლიო რეიტინგში ლუკა მაისურაძეს გადაუსწრო (მე-6).

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი კი კვლავ უცვლელია - სანშირო მურაო 5625 ქულით 90 კგ წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგს ლიდერობს.

+100 კგ

სარდალაშვილის მსგავსად, ირაკლი დემეტრაშვილმაც ბრინჯაოს მოგებით 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც მას 2010 ქულა დაუგროვდა და მსოფლიო რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა. 23 წლის ქართველი ფალავანი მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ამ შემთხვევაშიც კი კვლავ უცვლელია - ინალ ტასოევი 5750 ქულით მძიმე წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგს ლიდერობს.

სხვა სტატიები