"მინდა ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შევხვდე და ნანატრი მედალი მოვიგო" - ეთერ ლიპარტელიანი
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა ქალმა იზეიმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი მეტოქე, მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველ ძიუდოისტთან ინტერვიუ ჩაწერა:
პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გავხდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არ მჯერა! ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს. იმ დღეს, სანამ გამარჯვებული გავხდებოდი ძალიან მოტივირებული ვიყავი და მინდოდა მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. დილით, როდესაც ტატამზე შევედი რა თქმა უნდა ყველაფერს ვაანალიზებდი, რომ ეს დღე ჩემი იყო და მე მეკუთვნოდა.
1/2-ფინალი ჩემი საყვარელი ტექნიკით მოვიგე, ფინალში გასვლის არ მჯეროდა, მაგრამ მსურდა მობილიზებული ვყოფილიყავი და არ დავჯერებოდი მეორე ადგილს. ნახევარფინალს 1 ქულით ვაგებდი, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ დავმარცხდებოდი და ვინმეს ფინალურ ბლოკში ასპარეზობას დავუთმობდი. რა თქმა უნდა ყველაფრის კარგად მესმოდა და ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო, რომ ქართველი გულშემატკივარი ტრიბუნიდან მამხნევებდა და საქართველოს დროშას აფრიალებდა.
ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ის ყოველთვის გვერდში მიდგას და ჩემი ეს წარმატება მისი დიდი დამსახურებაც არის. ის დილიდანვე ჩემს გვერდით იყო, სწორედ ის მამზადებდა და მან განმაწყო, რომ გავმხდარიყავი ჩემპიონი, ცოტას ნერვიულობდა, მაგრამ არ იმჩნევდა. სჯეროდა ჩემი, რომ აუცილებლად გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი. მანამდე ვიდეოც ჩაწერა, რომ მოსამზადებელი ეტაპი დასრულებული იყო და ყველაფერი ჩვენი დაჯილდოვებით დასრულდებოდა.
მე მოვახერხე, რომ გავმხდარიყავი პირველი გრანდ სლემის ჩემპიონი, პირველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქალი. ვფიქრობ ჩემს შედეგებზე დაყრდნობით ძალიან ბევრი წარმატება იქნება მომავალში და ვფიქრობ, რომ არაერთი ქალი გვეყოლება, რომელიც მოიგებს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატს.
რა თქმა უნდა კიდევ მინდა ვიზეიმო ასეთი გამარჯვება, არ დავსჯერდები და მინდა კიდევ ბევრჯერ მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო 3 წელიწადში ოლიმპიადა იწყება და მინდა ტურნირს საუკეთესო ფორმაში შევხვდე და ნანატრი მედალი მოვიგო. - ეთერ ლიპარტელიანი