"თუ კოლბი ილიას ძმას მიწასთან გაასწორებს, თოფურია ვოლკანოვსკისთან ჩხუბს მოითხოვს" - ჯო ლოპესი
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
სოციალურ ქსელში და MMA-ს პრესაში თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმაა. ილიამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ მსუბუქ წონაში ასვლა და იქ ჩემპიონთან ბრძოლა სურს. თავად მახაჩევი უარზეა და ამბობს, რომ "მატადორთან" ჩხუბი არაფერს მისცემს.
ამასთან დაკავშირებით აზრი ალექ ვოლკანოვსკის მწვრთნელს ჰკითხეს.
მე ჯერ არ ვიცი მოლაპარაკებები დაწყებულია თუ არა. არაფერი გვაქვს ხელმოსაჭიდი, რომელიც გვაფიქრებინებს რომ ეს ჩხუბი დადასტურდება. ვინ იცის? თუ კოლბი ალექსანდრეს გაანადგურებს, მაშინ ილიას ალექსთან რევანშის აღება მოუნდება. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ ველოდებით. - განაცხადა ჯო ლოპესმა
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ალექსანდრე თოფურია კოლბი სიქნესს შეხვდება. ეს უკანასკნელი ალექს ვოლკანოვსკის გუნდელია და "ვოლკი" მის ბრძოლაზე კუთხეში იქნება. თავისთავად ალექსის კუთხეში იქნება ილიაც.