"ჩხუბის შემდეგ შემიძლია კონორს ვესტუმრო" - მერაბ დვალიშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა გაგვიმხილა, რომ შესაძლოა მისი და კონორის გზები გადაიკვეთოს. ირლანდიელმა "მანქანასთან" ერთად ვარჯიშის სურვილი გამოთქვა.
ვფიქრობ, ძალიან მოტივირებულია. ჩინეთში ყოფნისას მის მეგობარს შევხვდი და ერთად ვარჯიშის იდეა შემომთავაზა. მე კი სიამოვნებით დავთანხმდი. ახლა ბრძოლა მაქვს და არსად წასვლას არ ვაპირებ. წლის ბოლოს კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ და ამის შემდეგ, შემიძლია ვესტუმრო. Instagram-ზე ერთმანეთი გამოწერილი გვყავს. იმედი მაქვს ამას მოვახერხებთ. თეთრი სახლის ღონისძიებაზე მის ბრძოლას სიამოვნებით ვნახავდი. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბს წინ კორი სენდჰეგენთან ჩხუბი ელის. ქართველი სწორედ ამ ბრძოლისთვის მოსამზადებელ პერიოდს გადის. დაპირისპირება UFC 320-ზე შედგება, რომელიც 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება.