Belive

"UFC-მ შეცდომა დაუშვა და ჩემს ეგოს შეეხო" - ფრენსის ნგანუ

9 საათის წინ სხვა
1 წთ

ფრენსის ნგანუმ UFC-სთან ურთიერთობაზე და ორგანიზაციის მხრიდან დაშვებულ მთავარ შეცდომაზე ისაუბრა. ფრენსისი იმდენად ნაწყენი იყო, რომ სამშობლოში დაბრუნების და ფერმერობის დაწყების ფასად, კონტრაქტის გაუქმებაზე მაინც მიდიოდა.

ვფიქრობ, UFC-ის შეცდომა ის იყო, რომ საქმე იქამდე მივიდა, ჩემს ეგოს შეეხნენ. ვიგრძენი, რომ პატივს არ მცემდნენ და სწორედ ეს იყო ის მომენტი, როდესაც ვთქვი: 'ამ საქმიდან გავდივარ'. როდესაც რაღაც ჩემს ეგოს ეხება, სხვა აღარაფერი მაინტერესებს.

იმ დროს ვამბობდი: 'არ მაინტერესებს, ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნება თუ არა. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ აფრიკაში ფერმერობას უნდა დავუბრუნდე, მინიმუმ იმის საშუალება მაინც მექნება, რომ მიწის დასამუშავებელი ტექნიკა ვიყიდო. - განაცხადა ფრენსის ნგანუმ

გეტყვით, რომ ნგანუ 7 წლის განმავლობაში ირიცხებოდა UFC-ში, თუმცა, მოულოდნელად ორგანიზაცია დატოვა. მაშინ ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ ვრცელდებოდა ჭორები, რომ საქმე დანა უაითთან ცუდ ურთიერთობას ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ ნგანუ ქამრის მფლობელიც იყო და მისი დაცვაც მოახერხა.

სხვა სტატიები