"თუ ილიას სიცოცხლე გადარდებთ, ეს ჩხუბი არ ჩანიშნოთ" - მეთ ბრაუნი
UFC-ს ყოფილმა მებრძოლმა მეთ ბრაუნმა ილია თოფურიას დაბრუნებაზე ისაუბრა. ამერიკელმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გათვალისწინებითაც თოფურიას ადგილას გეიჯისთან ჩხუბზე თავს შეიკავდებდა. ბრაუნი ამბობს, რომ იმ ღამეს ილიამ დიდი დაზიანება მიიღო და აღსადგენად დრო სჭირდება. მეთმა ამ საკითხთი დეტალურად განიხილა.
მესმის UFC-ის პოზიცია. მესმის, რატომ სურს UFC-ის ამ ბრძოლის ორგანიზება. თუმცა, ამ ორთაბრძოლის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლოა ილია თოფურიას ცხოვრება დაენგრეს. არ მგონია, რომ ილიას დაბრუნება ისეთივე იქნება. ისეთი ფორმით ვერასდროს დაბრუნდება, როგორსაც აქამდე ვიცნობდით. თუ ილიას სიცოცხლე მართლა გადარდებთ, მოიკანუს მსგავს მებრძოლთან უნდა მისცეთ ჩხუბი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს იქნება სწორი დასაბრუნებელი ბრძოლა.
იშვიათია, როდესაც ასეთი ჩხუბები მაშინვე ინიშნება. ჯერ მებრძოლებმა ძალები უნდა აღიდგინონ და შემდეგ დაბრუნდნენ. უნდა გააანალაზოთ, იმ ღამეს რა გავიდა ილიასგან. ბევრი ფიზიკური, მენტალური და სულიერი ნაწილი იყო, რომელიც ილიასგან გავიდა. ჯასტინ გეიჯიმ ის უბრალოდ შეჭამა, უკან გადმოაფურთხა და ამას ისევ გააკეთებს. არ ვამბობ, რომ ისევ მოიგებს, მაგრამ ილიას ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი.
მე რომ UFC ვიყო, ილიას ვკითხავდი თუ რა სურს შემდეგში. იმედია ხალხს ესმის თუ რა დონის დაზიანება მიაყენა გეიჯიმ. ორი გატეხილი ორბიტალური ძვალი, გატეხილი ცხვირი, მოტეხილი ტერფი... მებრძოლები ერთი დაზიანებული ორბიტალური ძვალით ბრძოლას აჩერებენ. ილია უბრალოდ გადარჩა, ის გადარჩენილია. მაგარი ბიჭია და ეს ცხადია. - განაცხადა მეთ ბრაუნმა
Matt Brown makes his argument against the UFC rebooking Justin Gaethje vs. Ilia Topuria right away:
— MMA Fighting (@MMAFighting) September 8, 2026
"I get where the UFC is coming from. I get where the UFC would want to make that fight. The downside of that fight, you might ruin Ilia Topuria’s life."
(🎥 @DamonMartin) pic.twitter.com/xSGXQk1POv
ილია თოფურიას შესაძლო დაბრუნებაზე ჯერ არაფერი იწერება, მაგრამ ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.