Belive

"მინდა მას ცხოვრებისთვის საზიანო ტრავმები მივაყენო" - პადი პიმბლეტი ილიაზე

3 საათის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტის სიძულვილი ილია თოფურიას მიმართ ახალ ეტაპზე გადავიდა. თუ ვინმეს აქამდე მათ შორის ურთიერთობაზე კითხვები ჰქონდა, ახლა ყველამ ზუსტად იცის, რომ ამ ბიჭებს ერთმანეთი ძალიან სძულთ.

კონორის და ხაბიბის შემდეგ, არ გვინახავს ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი გულწრფელად არ მოსწონთ. მეზიზღება! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მძულს. მინდა მას ცხოვრებისთვის საზიანო ტკივილი მივაყენო. მინდა ეს ბრძოლა მეხუთე რაუნდის 4 წუთსა და 50 წამამდე გაგრძელდეს, 907 იდაყვი ჩავარტყა და სახე გავუნადგურო. სწრაფი ნოკაუტი არ მსურს, მინდა ტკივილში ვამყოფო. - ამბობს პადი პიმბლეტი

ილიასა და პადის ეს უთანხმოება ჯერ კიდევ 2022 წლიდან მოდის. მაშინ ინგლისელმა ქართველების მიმართ არასასიამოვნო განცხადება გაავრცელა. მათი გზები პირველად ლონდონის ბრძოლებზე გადაიკვეთა, სადაც სასტუმროს დერეფანში შეხლა-შემოხლაც მოხდა.

სხვა სტატიები