Belive

პედი პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ თოფურია მარცხის შემდეგ ძველ ფორმას ვეღარ დაიბრუნებს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

პედი პიმბლეტის აზრით, ჯასტინ გეიჯისთან მარცხი ილია თოფურიას კარიერაზე მძიმე კვალს დატოვებს და „ელ მატადორს“ ძველი ფორმის დაბრუნება გაუჭირდება.

ინგლისელი მებრძოლის თქმით, თოფურია წლების განმავლობაში მიჩვეული იყო მხოლოდ გამარჯვებებს და კარიერაში პირველი მარცხის გადატანა ასეთ მაღალ დონეზე ძალიან გაუჭირდება. თავად პიმბლეტმა გაიხსენა, რომ ადრეული წლებში განცდილმა მარცხებმა ის მენტალურად გააძლიერა, თუმცა ილიას შემთხვევაში სიტუაცია სულ სხვაა.

პიმბლეტმა All Out Fighting-თან საუბარში აღნიშნა: 

„მას პატივს ვცემ, ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემნაირ მეტოქეს არასდროს შეხვედრია. მასზე დიდი ვარ და უფრო გრძელი ხელები მაქვს. როცა ვიჩხუბებთ, ამას დავუმტკიცებ. თოფურია ახლა უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე. მანამდე არასდროს წაეგო და არ მგონია, რომ დაბრუნების შემდეგ ოდესმე ძველებური გახდეს“ - პედი პიმბლეტი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ჯასტინ გეიჯისთან ივნისში, UFC Freedom 250-ზე დათმო. ილიასა და პედის შორის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდებამ, ინგლისელი დარწმუნებულია, რომ მომავალ შესაძლო ჩხუბში ქართველ მებრძოლს მარტივად დაამარცხებს.

სხვა სტატიები