"თუ ჩვენს დივიზიონში დარჩება დრო აღარ უნდა დავხარჯოთ" - ვოლკანოვსკი ილიაზე
ილია თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლის იდეა სულ უფრო რეალური ხდება. "მატადორი" და მისი გუნდი ამის შესახებ საკმაოდ აქტიურად საუბრობს და მახაჩევთან ჩხუბის სურვილი მრავალჯერ დააფიქსირეს. ბევრი ფიქრობს, რომ ილიასთვის ზედა წონაში ასვლა ჯერ ადრეა და მინიმუმ ვოლკანოვსკისთან რევანში უნდა გამართოს. აღსანიშნავია, რომ თოფურიამ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონაში ერთადერთ რეალურ კონტენდერად დაასახელა.
ილიას მსუბუქ წონაში გადასვლის შესახებ აზრი თავად "ვოლკს" ჰკითხეს.
ჩემი აზრით, ისინი ამის გარკვევას ცდილობენ. დანამ იცის რომ ჩხუბი მინდა, თავადაც უნდა რომ ქამარზე ვიჩხუბო. ილიასთან ჩხუბი ძალიან მინდა მაგრამ, პრობლემა არ მექნება თუ 70 კილოში გადაინაცვლებს. თუ ჩვენს დივიზიონში დარჩება დრო აღარ უნდა დავხარჯოთ. - განაცხადა ვოლკმა
შეგახსენებთ, რომ ილია და ვოლკანოვსკი ამჯერად მწვრთნელების რანგში სიდნეიში დაუპირისპირდებიან. 9 თებერვალს ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ჩხუბს გამართავს და ბუნებრივია ილიაც მის კუთხეში იქნება. ქართველის მეტოქე ვოლკანოვსკის თანაგუნდელი კოლბი სიქნესი იქნება და ყოფილ ჩემპიონს მის კუთხეში აუცილებლად ვიხილავთ. ბრძოლა საქართველოს დროით გამთენიისას 05:00 საათზე დაიწყება.