"იმედი მაქვს JDM მაგ პატარა თავში ბევრს დაგარტყამს" - პადი ისლამს
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ ისლამმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ პადი საჩემპიონო ჩხუბს ყველაზე ნაკლებად იმსახურებს. ამ სიტყვებმა ინგლისელი ძალიან გააბრაზა და თქვა, რომ მსუბუქ წონაში მახაჩევს თავ-ყბას გაუერთიანებდა.
იმედი მაქვს JDM მაგ პატარა თავში ბევრს დაგარტყამს. ვიმედოვნებ JDM გაანადგურებს. მადალენა მასზე უკეთესი მოკრივეა და თუ ისლამს ფეხზე დატოვებს, მარტივად გააცამტვერებს. იმედი მაქვს ამას შეძლებს, რადგან ისლამი ბევრს ლაპარაკობდა. ამბობდა, რომ საჩემპიონო ჩხუბის მისაღებად არავინ დამიმარცხებია. ამ დროს მე ბობი გრინს მოვუგე, რომელიც მასზე სწრაფია. ამაზე რას იტყვი ისლამ? დაბრუნდი მსუბუქ წონაში მაგ პატარა თავში მეც წაგარტყამ. - ამბობს პადი პიმბლეტი
Paddy Pimblett went OFF on Islam Makhachev 😳😬
— Championship Rounds (@ChampRDS) November 4, 2025
“I hope JDM absolutely punches his little head in… I beat [Bobby Green] faster than you, you little bum.
Get back down to lightweight and I’ll punch your head in as well.”
🎥 @UFCEurope pic.twitter.com/HRYEn2QTlx
შეგახსენებთ, რომ მახაჩევს წინ ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბი ელის, რომელიც ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ იქნება. რაც შეეხება პადის, ის ილია თოფურიას ერთ-ერთი პოტენციური მეტოქეა.