Belive

"მინდა ხუთივე რაუნდი სახეში ვურტყა" - უმარი დვალიშვილზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

25 ოქტომბერს აბუ დაბიმ UFC 321-ს უმასპინძლა. ამავე საღამოს იბრძოლა უმარ ნურმაგომედოვმაც. 3-რაუნდიან დაპირისპირებაში უმარმა ბაუტისტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ, დაღესტნელმა განაცხადა, რომ იდეალურ ვარიანტში მერაბთან რევანში სურს.

მერაბთან რევანშის აღება მსურს. მინდა დავაფინიშო, ვატკინო. უბრალოდ მიწაზე გადაყვანას და კონტროლს არ ვაპირებ. მინდა ხუთივე რაუნდი სახეში ვურტყა. ერთ ბრძოლაში რევანშიც იქნება და სატიტულო ჩხუბიც. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ნურმაგომედოვმა სწორედ მერაბ დვალიშვილთან გამართა. "მანქანამ" უმარი დაამარცხა და ჩემიონის ქამარიც პირველად მასთან დაიცვა. მომავალი ჩხუბი დვალიშვილს 6 დეკემბერს ელის, რომელიც პიოტრ იანთან რევანში იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი ტიტულს ერთ კალენდარულ წელში მეოთხედ დაიცავს.

სხვა სტატიები