Belive

წყალბურთელები, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში, რუმინეთთან დამარცხდნენ

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან დიდი ანგარიშით (11:18) დამარცხდა. რუმინეთი ამ გამარჯვების შემდეგ ფავორიტ ესპანეთის ნაკრებს მერვედფინალში დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში გამართული სამივე შეხვედრრა დათმო. ჩვენი გუნდი პირველ მატჩში იტალიის უძლიერეს გუნდთან (5:22) განადგურდა, უნგრეთთან დაძაბულ ბრძოლაში (11:14) დავმარცხდით, ჯგუფის ბოლო მატჩში კი ბერძნებმა მარტივად (9:18) მოგვიგეს.

დღევანდელი მარცხით ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის.

ევროპის ჩემპიონატზე ქართტველები ბოლო შეხვედრას შაბათს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ, სადაც მე-9/მე-12 ადგილოსნების ბედი უნდა გაირკვეს.