საქართველო და რუსეთი ერთ ჯგუფში | ევროპის ჩემპიონატი აგვისტოში გაიმართება
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
პორტუგალიის ქალაქ ოეირაში 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, ტურნირის პირველი დივიზიონი 10-16 აგვისტოს ჩატარდება და მასში 2 ჯგუფად გადანაწილებული 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
გასაკვირი ფაქტია ის, რომ ევროპის საწყლოსნო კავშირმა ტურნირზე რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები დაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვდა.
ჯგუფები ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი: ისრაელი, უკრაინა, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ბელარუსი
B ჯგუფი: საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ფინეტი, პორტუგალია, რუსეთი