Belive

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა, მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და 14:16 დამარცხდა.

იტალიელთა კარში 3-3 გოლი ვაკო დადვანმა და სტეფან პიეშივაცმა გაიტანეს. 2-ჯერ თავის გამოჩენა საბა ტყეშელაშვილმა და დუშან ვასიჩმა მოახერხეს, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ანდრია ბითაძის, ველკო ტანკოშიჩის და ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზეა.

ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, ხორვატიასთან და საბერძნეთთან დამარცხდნენ, ხოლო სლოვენიასთან გაიმარჯვეს. შედეგად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ექვსგუნდიან F ჯგუფში ხორვატია და საბერძნეთიც არიან, თუმცა საქართველო მათ აღარ ეთამაშება (შედეგები პირველი ჯგუფურიდან გადაყოლილია). ჩვენს ნაკრებს მომდევნო ორი თამაში თურქეთთან და რუმინეთთან მოუწევს.

სხვა სტატიები