მსოფლიო ლიგის სუპერფინალი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა იაპონიასთან მოგებით დაიწყო. ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქე 13:12 (3:3; 4:2; 5:6; 1:1) დაამარცხეს.
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მეოთხე პერიოდი, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მარკო იელაჩამ გაიტანა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ანდრია ბითაძე დასახელდა, რომელმაც დღეს 4 გოლის გატანა შეძლო.
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე მონტენეგრო იქნება, მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.