Belive

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

4 დღის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. ტურნირი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი ზედიზედ მეშვიდედ მიიღრებს მონაწილეობას კონტინენტის პირველობაზე.

შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველომ შვეიცარია 28:5 დაამარცხა, იქამდე კი ბულგარეთს მოუგო 41:10 და 6 ქულით ჯგუფის პირველ ადგილზეა. 6 ქულა აქვს ჩვენს ჯგუფში მყოფ ისრაელსაც და ევროპის ჩემპიონატზე ეს ნაკრებიც ითამაშებს.

ბოლო ტურის შეხვედრა თბილისში, სწორედ ისრაელთან, 11 ივნისს გაიმართება.