Belive

წონის პრობლემა - კონორ მაკგრეგორმა წონაში საგრძნობლად მოიმატა | PHOTOS

2 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ლეგენდარულ ირლანდიელ მებრძოლს - კონორ მაკგრეგორს წონის პრობლემა აქვს. კონორ მაკგრეგორმა UFC-ში, ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც იგი დასტინ პორიესთან იბრძოდა, ფეხი მოიტეხა და ბრძოლაც წააგო, ამ ტრავმის შემდეგ კი მან ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც წონაში საგრძნობლად მოიმატა. კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი ამჟამად 85 კილოგრამს იწონის, თუმცა იგი განმარტავს, რომ: "85 კილო კუნთი, არანაირი ცხიმი". ირლანდიელმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ წონაში სწორედ იმიტომ იმატებს, რომ მომავალ ზაფხულს ოქტაგონზე დაბრუნება სურს.

კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას წონაში საგრძნობლად აქვს მომატებული და მისი საუკეთესო ფორმიდან შორსაა. მისი ამჟამინდელი წონის სიზუსტე რომ ვთქვათ, არის 85 კილოგრამი, ხოლო მისი იდეალური წონა კი 70 კილოგრამს იწონის, შესაბამისად მან დასტინ პორიესთან ბრძოლის შემდეგ 15 კილოგრამი მოიმატა.
ირლანდიელი სპორტსმენის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ იმ ფაქტზე, რომ თუკი კონორი ოქტაგონზე დაბრუნდება, იგი მსუბუქ წონაში ვეღარ იბრძოლებს.  

სხვა სტატიები