ილია თოფურიას მადრიდში გრანდიოზულად დახვდნენ
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსით მადრიდში დაბრუნდა. გულშემატკივრებმა ქართველ მებრძოლს გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
27 წლის ქართველმა მებრძოლმა ჩამოსვლისას აეროპორტში მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლა სურს და ეს ოცნება როგორც თვითონ ამბობს აუცილებლად აუსრულდება.
შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა უკვე ყოფილი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატადორმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით გათიშა და დივიზიონს სათავეში ჩაუდგა.