Belive

კონორ მაკგრეგორს 200 ათას დოლარად შეფასებული ბენტლი ჩამოართვეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორს კანონთან პრობლემა კიდევ ერთხელ შეექმნა - UFC-ის ვარსკვლავი ირლანდიაში მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომობილს სახიფათოდ მართავდა. მაკგრეგორმა კანონი 200 ათასი ევროს ღირებულების Bentley Continental GT-ით გადაადგილებისას დაარღვია. როგორც ცნობილია, სპორტსმენს პოლიციამ მანქანა ჩამოართვა.

"სახიფათოდ მართვის" ბრალდებით კონორს, შესაძლოა, 5000 დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწიოს. სასჯელი ითვალისწინებს ან 6 წლამდე პატიმრობას, ან ორივე მათგანს. აღსანიშნავია, რომ ირლანდიის პოლიციას დაევალა, მაკგრეგორის მიერ 2018 წელს, ქალბატონზე ძალადობის ფაქტიც გამოიძიოს. მაშინ 33 წლის მაკგრეგორი დამნაშავედ არ ცნეს.

სხვა სტატიები