წონა ჩაბარებულია, პირისპირ დგომი შედგა - დოლიძე ბრძოლისთვის მზადაა
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
16 მარტს, UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, მარვინ ვეტორისთან კიდევ ერთხელ იჩხუბებს. დღეს წონა ორივე სპორტსმენმა ჩააბარა და პირისპირ დგომიც შედგა, ასე რომ, ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა.
მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება იტალიელი სპორტსმენის სასარგებლოდ გადაწყვიტეს, თუმცა ბევრმა მაშინვე მიიჩნია, რომ შედეგი უსამართლო იყო და ამავეს ამბობდა თავად რომან დოლიძეც, რომელსაც ხვალ რევანშის აღების საშუალება ექნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა დოლიძემ კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ ჩაატარა. პირველი რაუნდის შემდეგ, გატეხილი ნეკნის გამო, ამერიკელის კუთხემ ბრძოლა გააჩერა და რომანმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
#UFCVegas104 ⚖️ Marvin Vettori (186) vs. Roman Dolidze (186) pic.twitter.com/G5TdCDgKyd
— UFC Fans (@ufcfansfr) March 14, 2025