Belive

ილიას პასუხი ცარუკიანს: 'როცა ერთმანეთს ვხვდებით, შეშინებული იხვივით იყინები'

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანი სატიტულო ბრძოლის ნომერ პირველი კონტენდერია და ეს დაამტკიცა კიდეც. დენ ჰუკერთან მან დომინანტური ბრძოლა შემოგვთავაზა, მეორე რაუნდში კი ირლანდიელს საბმიშენით დაუსრულა ყველაფერი. არმანმა ილია რინგზევე გამოიწვია.

ყველას, ვისაც ჩემთან ბრძოლა ეკუთვნის, გაქცევას ცდილობს, განსაკუთრებით ილია. ახლა ყველამ იცის, რომ შემდეგი ილიასთან ჩხუბია. მე ნომერ პირველი კონტენდერი ვარ. მოდი ილია, დავდგეთ პირისპირ. მე უნდა ვიბრძოლო ტიტულისთვის და ეს უკვე იანვარში შემიძლია. - ცარუკიანის გამოწვევა

ილია თოფურიას პასუხმაც არ დააყოვნა, ქართველმა ჩემპიონმა ცარუკიანს სოციალურ ქსელში უპასუხა.

არმან, ყოველ ჯერზე, როცა ერთმანეთს პირადად ვხედავთ, შეშინებული იხვივით იყინები და არ იცი რა ქნა. შენ იცი, რომ როგორც მინდა ისე მოგექცევი. ვისაც UFC მომცემს, იმას შევებრძოლები. მე შენ დაგარტყი და უბრალოდ გაიცინე, ამის შემდეგ ისევ განგსტერივით იქცევი. განაგრძე, სწორ გზაზე ხარ... უბრალოდ, ჩემზე რამდენიმე საფეხურით დაბლა, ბიჭო. - წერს ილია თოფურია

სხვა სტატიები