Belive

UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში ტრამპის დაბადების დღეს ჩატარდება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ჩატარების თარიღი გამოაცხადა.

ტრამპა და UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, რამდენიმე თვის წინ დააანონსეს, რომ ასეთი ღონისძიება აუცილებლად ჩატარდებოდა, ახლა კი ზუსტი თარიღიც გვაქვს.

„მომდევნო წლის 14 ივნისს ჩვენ გვექნება UFC-ის დიდი ბრძოლა პირდაპირ თეთრი სახლის ეზოში“ – განაცხადა პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო ძალების აღლუმზე. წინა დღეებში, დანა უაითმა Sports Business Journal-ს განუცხადა, რომ UFC 700 000 დოლარს დახარჯავს თეთრი სახლის სამხრეთ გაზონის ბალახის შესაცვლელად მას შემდეგ, რაც იქ ღონისძიება ჩატარდება.

პრეზიდენტობის შემდეგ, ტრამპი რეგულარულად ესწრება UFC-ის ბრძოლებს, ბოლოს ის ივნისში, ნიუ-ჯერსიში გამართულ ბრძოლებს დაესწრო. ტრამპსა და უაითს შორის ურთიერთობა 2000 წლით თარიღდება, როდესაც ატლანტიკ სიტიში მდებარე ტრამპის 'ტაჯ-მაჰალი' იმ დროს აშშ-ში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი იყო, რომელიც მზად იყო UFC-ის ღონისძიებებისთვის ემასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ 14 ივნისი დონალდ ტრამპის დაბადების დღეა და UFC-ის ღონისძიებაზე მას 80 წელი შეუსრულდება.

სხვა სტატიები