წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა დღეს შედგება
18 მაისს, ერ-რიადში მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაიმართება. რინგზე ერთმანეთის პირისპირ ტაისონ ფიური და ოლეკსანდრ უსიკი დადგებიან და 12 რაუნდის განმავლობაში უდიდეს ბრძოლას გვპირდებიან. 25 წლის შემდეგ, მძიმე წონაში, ახალი აბსოლუტური ჩემპიონი გამოჩნდება - ბოლოს ეს ლენოქს ლუისი იყო, რომელმაც 1999 წელს ევანდერ ჰოლიფილდი დაამარცხა.
უსიკი და ფიური რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ბრძოლაზე და საბოლოოდ შეხვდებიან რინგზე (დეკემბერსა და თებერვალში ბრძოლა რამდენჯერმე გადაიდო). უსიკმა ბოლოს აგვისტოში იბრძოლა, როცა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა დანიელ დიბუა. ფიურიმ კი ოქტომბერში ფრანსის ნგანუს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.
დაგეგმილი ივენთის ფარგლებში სულ შვიდი ბრძოლა გაიმართება. უსიკთან და ფიურთან ერთად იმავე ქარდზე იქნება 41 წლის სერგეი კოვალევი (რობინ საფარი მისი მეტოქე იქნება), რომელიც რინგზე ბოლოს 2022 წლის მაისში იდგა.
Kingdom Arena საუდის არაბეთში სწორედ ის ადგილია, სადაც ფიურიმ ნგანუ დაამარცხა, აქ ჩაატარეს თავისი უკანასკნელი ბრძოლაც ენტონი ჯოშუამ და დანტეი უაილდერმა.
DEMAIN IL N'EN RESTERA QU'UN ! 👑
— ARENA (@MMArena_) May 17, 2024
Tyson Fury 🆚 Usyk
Le dernier face à face 👀pic.twitter.com/l5aXUfCYAT