"ჯოშუას უარს მხოლოდ უსიკამდე მივყავარ" - ტაისონ ფიური
ტაისონ ფიური ენტონი ჯოშუასთან ჩაშლილი გეგმების შემდეგ ისევ ოლექსანდრ უსიკზე გადაერთო. „ბოშათა მეფემ“ ბრიტანელი მეტოქე ბრძოლისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა და უკრაინელ ჩემპიონს ნოემბერში რევანშის გამართვა შესთავაზა.
ენტონი ჯოშუამ ისევ ჩაისვარა. ამ გზას მხოლოდ ოლეკსანდრ უსიკთან ბრძოლამდე მივყავარ. ოლეკსანდრ, მოდი ეს ისევ გავაკეთოთ. ნოემბერში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ. პასუხი შემატყობინე, რადგან ახალ ოპონენტს ვეძებ. - განაცხადა ოლეკსანდრ უსიკმა
🚨 Tyson Fury says the Anthony Joshua fight is OFF, and calls out Oleksandr Usyk to a trilogy 😬
— Championship Rounds (@ChampRDS) September 6, 2026
"AJ has shat his pants yet again. This only leads me to a fight with Oleksandr Usyk... let's do it again, let's run it back in November.
The ball is now in your court Oleksandr. Let… pic.twitter.com/W3nyzMYsv6
ოლექსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ საუდის არაბეთში, რიადის Kingdom Arena-ზე. პირველი ისტორიული დაპირისპირება 2024 წლის 18 მაისს შედგა, სადაც უსიკმა მე-9 რაუნდში ფიური ნოკდაუნში გააგზავნა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მათი რევანში იმავე წლის 21 დეკემბერს გაიმართა, სადაც უკრაინელმა მებრძოლმა ფავორიტოვა კვლავ გაამართლა და ამჯერად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.