"წლების წინ ხალხმა საერთოდ არ იცოდა, რომ საქართველო ქვეყანა იყო" - გიგა ჭიკაძე
2024 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ გამორჩეული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად UFC-ის ქამრისთვის ქართველი იბრძოლებს. ილია თოფურია 18 თებერვალს ალექს ვოლკანოვსკის შეხვდება. სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოს არის სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერი მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ყოფილი ოლიმპიური და UFC-ის ორი წონის ჩემპიონი, Triple C ჰენრი სეხუდო იქნება. საბრძოლო წელს გახსნის რომან დოლიძე და ნასურდინ იმავოვთან მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. როგორც ექსპერტები აფასებენ, გამარჯვების შემთხვევაში რომანის ქამარზე ხილვა არც ისე უცნაური უნდა იყოს.
სწორედ ასეთ გამორჩეულ წელს გამოეხმაურა კიდევ ერთი ქართველი UFC-ის მებრძოლი გიგა ჭიკაძე.
რამდენიმე წლის წინ ხალხმა საერთოდ არ იცოდა, რომ საქართველო ქვეყანა იყო. თებერვალში UFC-ში სამი ქართველი იბრძვის. ერთი საღამოს მთავარ ბრძოლას გამართავს, მეორე საჩემპიონო ქამრის კანდიდატობაზე, მესამე კი, ტიტულისთვის იბრძვის. ეს საოცრებაა. - წერს გიგა საკუთარი X-ის გვერდზე
Few years ago people did not even know Georgia was a country.
— GIGACHAD (@giga_chikadze) January 29, 2024
In February 3 Georgians are fighting in @ufc :
One is headlining February show,
2nd is fighting for #1 contender fight
3d is fighting for title!
So freaking awesome it is!
Georgia country ✊🏻🇬🇪❤️
შეგახსენებთ, ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.