Belive

"ილიას გარდა არავინ დარჩა, ვისაც შევხვდები" - პადი პიმბლეტი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტი ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას ელოდა. ჩხუბი აბუ დაბიში 25 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო, მაგრამ გეიჯიმ დასვენება არჩია. ახლი კი, ინგლისელი ილიასთან სატიტულო ჩხუბს ითხოვს.

ამ მომენტში ბრძოლების აღება მიჭირს. მეგონა ოქტომბერში აბუ დაბიში გეიჯისთან უნდა მეჩხუბა, მაგრამ მან დასვენება არჩია. რეალურად ილიას გარდა არავინ დარჩა. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება ილიამ რომ ხელი მოაწეროს, მაგრამ ის ყოყმანობს. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

სპორტულ მედიაში ვრცელდება ჭორები, რომ მათი ჩხუბი ჩანიშვნასთან ძალიან ახლოსაა. საუბარი მიდის UFC 324-ზე, რომელიც 10 იანვარს გაიმართება. ჯერჯერობით, ოფიციალური არაფერია, მაგრამ ეს ინფორმაცია ალვარო კოლმენერომ გაავრცელა.

სხვა სტატიები