ამირან გოგოლაძე OKTAGON-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს!
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ამირან გოგოლაძემ OKTAGON MMA-ის ქვესაშუალო წონის ქამრისათვის ბრძოლა მიიღო.
ქართველი სნაიპერი OKTAGON96-ზე ზე ფელიქს კლინკჰამერს დაუპირისპირდება - ორთაბრძოლა 31 ოქტომბერს, მიუნხენში გაიმართება. წინა ტურნირების კოლოსალური წარმატების შემდეგ, ქალაქი ორგანიზაციას უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს წინ ელიტარულ მებრძოლებს შორის ფეთქებადი და სანახაობრივი შოუ ელოდებათ.
შეგახსენებთ, რომ გოგოლაძე ოქტაგონზე 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მან OKTAGON 86-ის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა შემოგვთავაზა - მოლდოველი იონ (დრაკულა) სურდუ პირველივე რაუნდში, უძლიერესი მარჯვენათი 'დააძინა'.
ამირანი ამ ბრძოლამდე (17:3) რეკორდით მოვიდა და ეს მისი მე-18 გამარჯვება იყო კარიერაში. ნაადრევად კი მოგება მეცხრედ იზეიმა.