Belive

თორნიკე ჭკადუა პარიზში იჭიდავებს - ნიდერლანდებმა პარიზის ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, პორტუგალიისა და უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი, ნიდერლანდების დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარიზის ოლიმპიადაზე, ნიდერლანდების დროშის ქვეშ, 60 კგ წონით კატეგორიაში - თორნიკე ჭკადუა იასპარეზებს.

შემადგენლობა

კაცები:

60 კგ - თორნიკე ჭკადუა

81 კგ - ფრანკ დე ვიტი

90 კგ - ნოელ ვან ტ ენდი

100 კგ - მაიკლ კორელი

+100 კგ - იელე სნიპე

ქალები:

-57 კგ - იული ბეურსკენსი

-63 კგ - იოვანა ვან ლისჰაუტი

-70 კგ - სანე ვან დაიკი

-78 კგ - გუსი სტენჰაუსი

+78 კგ - მარიტ კამპსი

სხვა სტატიები