Judo Online: "ჯარჯი ზვიადაური საუდის არაბეთის ნაკრებს ჩაიბარებს"
ლეგენდარული ძიუდოისტი და ახლა უკვე მწვრთნელი - ჯარჯი ზვიადაური (იგივე ილიას ილიადისი) უზბეკეთის ნაკრებში 2019 წლიდან, პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების ჩათვლით მუშაობდა.
მან ცალსახად გააძლიერა უზბეკეთის ნაკრები და მის ხელში, უზბეკი ძიუდოისტები ბევრად უფრო განვითარდნენ. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს შეძლეს - დავლათ ბობონოვმა და მუზაბარბეკ ტურობოიევმა მსოფლიო ჩემპიონობა.
ჯარჯი ზვიადაურმა უზბეკეთის ნაკრებში მუშაობა, პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ძიუდოს გამოცემა "Judo Online" ავრცელებს, ჯარჯი ზვიადაური საუდის არაბეთის ნაკრებს დაუკავშირეს და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა ცნობილი ხდება, რომ არაბები, წარმოშობით ქართველ ძიუდოისტთან და ახლა უკვე მწვრთნელთან აქტიურად საუბრობს და მათი მიზანია, რომ მსოფლიო ასპარეზზე არაბულმა ძიუდომაც დიდი სიტყვა თქვას.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯარჯი ზვიადაურთან აქტიურად საუბრობს იტალიის ნაკრებიც, თუმცა ქართველისთვის იტალიის ნაკრები არც თუ ისე მისაღები შემოთავაზებაა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რას გადაწყვეტს ილიას ილიადისი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ იგი უზბეკეთის ნაკრებიდან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ წამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ჯარჯი ზვიადაური საქართველოში დაბადებული და გაზრდილია, რომელიც საბერძნეთის დროშის ქვეშ ჭიდაობდა და სახელი - ილიას ილიადისი ერქვა. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია. ჯარჯი 2004 წლის ოლიმპიური ოქროს და 2012 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია, ასევე 2010, 2011, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ასევე 2004 და 2011 წლის ევროპის ჩემპიონი. მან პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სამწვრთნელო კარიერაში სცადა საკუთარი ბედი.