ტომა ნიკიფოროვი: "მსაჯებისა და ფედერაციის გამო, ძიუდოს დიდი რეგრესი აქვს"
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
31 წლის ცნობილმა ბელგიელმა ძიუდოისტმა და 2-გზის ევროპის ჩემპიონმა - ტომა ნიკიფოროვმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძიუდო ძალიან ვითარდება, თუმცა ამ განვითარებას მსაჯები და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ხელს უშლიან.
"ჩემს მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლამ ისე ვერ ჩაიარა, როგორც ველოდი, ვწუხვარ, რომ ვერ ვაჩვენე ჩემი ძიუდო ისე, როგორც მინდოდა, თუმცა კარიერას ვაგრძელებ და უმაღლესი მიზნებისკენ სვლას კვლავ განვაგრძობ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით იმედგაცრუებული ვარ მსაჯების გადაწყვეტილებებითა და ძიუდოს ფედერაციის მოქმედებებით. მგონია, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მსაჯებმა განსაკუთრებულად ბევრი შეცდომა დაუშვეს და ემჩნეოდათ, რომ ზოგ მომენტებში მიკერძოებულები იყვნენ. დეტალებს და კონკრეტულ ბრძოლებს ვერ დავასახელებ, თუმცა ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი დაიჩაგრა მსაჯების უაზრო გადაწყვეტილებებით.
და ვერ დავასათაურებ ინტერვიუს ამის გარეშე - სამარცხვინოა, რომ გახსნის ცერემონიაზე ქრისტიანობას დასცინეს და აჩვენეს ის დეტალები, რისი ნახვაც ბევრს არ სურს..." - ტომა ნიკიფოროვი
შეგახსენებთ, რომ ტომა ნიკიფოროვი 2-გზის ევროპის ჩემპიონატია (2018 და 2021 წლებში). გარდა ამისა, იგი 2-ჯერ გახდა გრანდ სლემის გამარჯვებული (პარიზისა და ტაშკენტის გრანდ სლემი), 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2015-ში კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.