რუსეთის ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე 28 სპორტსმენით იასპარეზებს
20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 42 ქვეყნის, 301 სპორტსმენია რეგისტრირებული.
სათუო იყო რუსების ასპარეზობა თბილისის გრანდ სლემზე, თუმცა როგორც ჩანს პრობლემები მოგვარდა და რუსები თბილისის გრანდ სლემზე 28 სპორტსმენით იასპარეზებენ.
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - მაგომედ აბდულაევი, აჩიტ დომბუ
66 კგ - აბრეკ ნაგუჩევი, რამაზან აბდულაევი
73 კგ - ნურმაგომედ ჯამალოვი, აბუბაკარ იუსუპოვი
81 კგ - ეგორ შუხოპაროვი, აჰმედ ტურლუევი
90 კგ - მიხაილ იგოლნიკოვი, ეგორ ანდონი
100 კგ - ნიაზ ბილალოვი, იდარ ბიფოვი
+100 კგ - დენის ბაჩაევი, არტემ ზოლოტუხინი.
ქალები
48 კგ - საბინა გილიაზოვა, მარინა ვორობევა
52 კგ - ლილია ნუგაევა, ოლღა ბორისოვა
57 კგ - ირინა ზუევი, ოლღა მუხინა
63 კგ - ანასტასია მანანიკოვა, სტეფანია ვლასოვა
70 კგ - მადინა ტაიმაზოვა, კამილა ბადუროვა
78 კგ - ალექსანდრა ბაბინცევა, ვოქტორია ლიხაჩევა
+78 კგ - მარია ივანოვა, დარია ვლადიმიროვა.
შეგახსენებთ, რომ რუს და ბელარუს ძიუდოისტებს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აკრძალული ჰქონდათ საკუთარი დროშის ქვეშ ჭიდაობა.
IJF-მა რუს სპორტსმენებს აქამდე არსებული ყველანაირი შეზღუდვები მოუხსნა და ისინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრესტიჟულ შეჯიბრებაში არა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით, არამედ რუსეთის დროშისა და ჰიმნის ქვეშ იასპარეზებენ