Belive

JUDOWORLD: "ლუხუმ ჩხვიმიანმა მისი სახელი მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა”

6 დღის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა - ლუხუმ ჩხვიმიანმა, 31 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, 2025 წლის თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს კი მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩატარდა.

ლუხუმ ჩხვიმიანის კარიერის დასრულებას, ძიუდოს ცნობილი გამოცემა "JUDOWORLD" გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ გამოხმაურებას უცვლელად.

"ლუხუმი ჩხვიმიანი ძიუდოს ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან მსოფლიო ჩემპიონატზე (2019 წელს) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტოკიოში 143 ქვეყნის 828-ზე მეტმა ძიუდოისტმა მოიყარა თავი, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი შეჯიბრი წარმოუდგენელი იყო: ტაკატო, ნაგაიამა, სმეტოვი, უროზბოევი, ლუტფილაევი, ყირგიზბაევი, იან იუნ ვეი - თითოეული მათგანი ოქროსთვის იბრძოდა.

თუმცა ლუხუმმა გაიარა მთელი გზა, აჯობა ყველა ფავორიტს. მისი გამარჯვება სენსაცია იყო, რადგან ამას ცოტა მოელოდა, რომ ქართველი ძიუდოისტი შეძლებდა ასეთი მწვერვალის დაპყრობას.

ორი წლის შემდეგ კი, იმავე ასპარეზზე, მისი ოლიმპიური ოცნება ტაკატოსთან ბრძოლაში შეწყდა, სადაც მსაჯის გადაწყვეტილებებმა ბევრი კამათი გამოიწვია. თუმცა, ეს არ ცვლის მთავარს: ლუხუმ ჩხვიმიანმა სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ძიუდოს ისტორიაში, როგორც მსოფლიო ჩემპიონმა." - ვკითხულობთ JUDOWORLD-ის სტატიაში

შეგახსენებთ, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი 2019 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა გაიარა წითელი არშიის მოსაპოვებლად და სწორედ 2019 წელს, ძიუდოს სამშობლოში (იაპონიაში), 2-იაპონელის დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

სხვა სტატიები