"თოფურიასთან ეს აბსოლუტური თვითმკვლელობაა" - მაიკლ ბისპინგი
18 საათის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა და ანალიტიკოსმა მაიკლ ბისპინგმა თავის ბოლო ვიდეოში გეიჯის ტაქტიკას ილუზია უწოდა. ბისპინგის თქმით, ამერიკელი ვეტერანის მცდელობა, ქართველი ჩემპიონი ქაოტურ, ე.წ. 'ძაღლების ჩხუბში' ჩაითრიოს, აბსოლუტური თვითმკვლელობაა. თოფურიას ქირურგიული სიზუსტის კრივის წინააღმდეგ ღია ომში შესვლა მხოლოდ ნოკაუტით თუ დასრულდება.
ჯასტინ გეიჯის სურს ილია თოფურია 'ძაღლურ ჩხუბში' ჩაითრიოს და ოქტაგონზე ქაოსი შექმნას, მაგრამ თოფურიასთან ეს აბსოლუტური თვითმკვლელობაა. ილია არ არის ჩვეულებრივი მებრძოლი – ის ქირურგიული სიზუსტის მქონე ნოკაუტიერია. როცა ასეთი დონის ტექნიკურ მოკრივესთან ღია ომში შედიხარ, შენივე პრესინგი ნოკაუტით დაგასამარებს. - ამბობს მაიკლ ბისპინგი
გეიჯისთან ბრძოლა 15 ივნისს, თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. ამ ბრძოლაში გადაწყდება თუ ვინ იქნება მსუბუქი წონის ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ დროებითი ჩემპიონი ტიტული პადი პიმბლეტის დამარცხებით მიიღო. რაც შეეხება ილიას, ის ოლივეირას გათიშვის შემდეგ Undisputed ქამარს დაეუფლა.